"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
30/05/2021 14:29:51 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ენმ–ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. აქვე, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივისცემა მინდა დავიდასტურო ევროკავშირს, პრეზიდენტ მიშელს, ბატონ დანიელსონს, საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანს და განსაკუთრებით დიდი მადლობა სქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს. არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რის გამოც ამ შეთანხმებას ხელს ვერ მოვაწერთ", – განაცხადა მელიამ.
მანამდე, მან განაცხადა, რომ ენმ პარლამენტში შედის.


