Accentnews.ge
რუსეთი ბელარუსს კრედიტის სახით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს

რუსეთი ბელარუსს კრედიტის სახით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს

30/05/2021 09:47:45 მსოფლიო

რუსეთი ბელარუსს კრედიტის სახით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს. დახმარების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სოჭში ვიზიტის დროს განიხილეს.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა 28 მაისს შედგა.

შეხვედრაზე მათ ასევე მინსკში, Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ბელარუსის ავიაკომპანიაზე შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრეს. პუტინი და ლუკაშენკო ერთხმად გმობენ დასავლეთის პოზიცია.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S