Accentnews.ge
გამყრელიძე - ინდურ შტამზე: "მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ"

გამყრელიძე - ინდურ შტამზე: "მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ"

30/05/2021 09:28:21 საზოგადოება

"ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ, ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია კოვიდ–რეგულაციების დაცვა.

"ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში ბრიტანულ შტამს თანდათან ანაცვლებს ინდური შტამი. რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება. შესაბამისად, რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვაჟღერებთ, დაცული უნდა იყოს", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის პირველი შემთხვევა 27 მაისს დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S