Accentnews.ge
"მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადეების გარეშე დადიან"

"მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადეების გარეშე დადიან"

30/05/2021 09:22:35 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადეების გარეშე დადიან, რაც დაუშვებელია.

მისი თქმით,ქვეყანაში მოქმედი რეკომენდაციები ყველამ უნდა დაიცვას.

"მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადეების გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი", – აცხადებს გამყრელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S