შუქრუთელების პროტესტმა თბილისში გადმოიცავლა, დემონსტრანტები დახმარებას ამჯერად აშშ-ის ელჩს სთხოვენ
30/05/2021 09:09:03 საზოგადოება
შუქრუთელების პროტესტმა თბილისში გადმოიცავლა, დემონსტრანტები დახმარებას ამჯერად აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ.
როგორც ერთ-ერთი მომიტინგე აცხადებს, ხელისუფლებას მათი პრობლემები და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებს, ამიტომ, ისინი დახმარებას კელი დეგნანს სთხოვენ.
“ხელისუფლება არ დაინტერესებულა არც ჩვენი ჯანმრთელობის და არც საცხოვრებლის პრობლემებით. ამიტომ, გვინდა, მივმართოთ აშშ-ის ელჩს. ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. კელი დეგნანს მივმართავთ, იქნებ, ჩვენი პრობლემებით დაინტერესდეს”, – აცხადებს ერთ–ერთი დემონსტრანტი.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს.
მათ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს და პირები ამოიკერეს.
„ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ ზიანი, რომელზეც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მიუთითებს, კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოებითაა გამოწვეული და ჯერ კიდევ იმ პერიოდშია კომპენსირებული.


