Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

30/05/2021 06:58:44 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 723 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 1 407 პირი გამოჯანმრთელდა, 18 პირი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 25 300 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 238, „პისიარ“ ტესტით – 11 062.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,86%, ბოლო 14 დღის – 3,46%, ბოლო 7 დღის – 2,85%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა,
  • აჭარა - 51,
  • იმერეთი - 55,
  • ქვემო ქართლი - 52,
  • შიდა ქართლი - 19,
  • გურია - 19,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77,
  • კახეთი - 36,
  • მცხეთა-მთიანეთი - 6,
  • სამცხე-ჯავახეთი - 4,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 397, საიდანაც: 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 071, აჭარაში - 394, იმერეთში - 489. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 100, იმერეთში -163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 17, იმერეთში - 16. 661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 246- აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 6.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 546 პირი, აჭარაში - 2 295, იმერეთში - 1 536.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 343 603 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 326 423 პირი გამოჯანმრთელდა, 4 757 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 138 151 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 484.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S