IDFI: სემეკის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით 218 176 ლარი მიიღეს
29/05/2021 13:35:40 საზოგადოება
IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 მილიონი ლარის პრემია-დანამატი გასცა - ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტმა სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები შეისწავლა.
IDFI-ის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღეს სულ 218 176 ლარი.
კერძოდ: კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრემიის სახით 45 000 ლარი აიღო.
კომისიის წევრებმა:
გოჩა შონიამ - 44 700 ლარი;
გიორგი ფანგანმა - 56 600 ლარი;
მაია მელიქიძემ - 27 175 ლარი;
გიორგი ფრუიძემ - 44 700 ლარი;
კომისიაში 2020 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა 99 818 ლარის პრემია და დანამატი.


