Accentnews.ge
მსაჯების გაფიცვის გამო ბათუმში მატჩი ჩაიშალა

მსაჯების გაფიცვის გამო ბათუმში მატჩი ჩაიშალა

29/05/2021 12:25:02 საზოგადოება

რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის დღეს დაგეგმილი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც ბათუმში „თბილისის აკადემიასა“ და „ბათუმს“ შორის უნდა გამართულიყო, ჩაიშალა: თამაშზე მსაჯები არ გამოცხადდნენ.

ირკვევა, რომ აღნიშნულის მიზეზი მათი გაფიცვაა, თუმცა გაფიცვის მიზეზი უცნობია. ასევე უცნობია, როდის გაიმართება ჩაშლილი შეხვედრა.

მორაგბეები სიმბოლურად მაინც გავიდნენ სტადიონზე და მოედანი გულშემატკივრების ტაშის ფონზე დატოვეს.

მსაჯების გაფიცვის გამო რაგბის ჩემპიონატის თამაში, სავარაუდოდ, ქუთაისშიც ჩაიშლება, სადაც თამაში ქუთაისის „აიას“ და ბოლნისის „ყოჩებს“ შორის 17:00 საათზეა დანიშნული. გუნდები თამაშისთვის ემზადებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S