აშშ ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიას სანქციებს უწესებს და ევროკავშირთან ერთად ლუკაშენკოს რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასანქციო პაკეტს ამზადებს
29/05/2021 07:24:17 მსოფლიო
აშშ ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიას სანქციებს 3 ივნისიდან უწესებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–მდივნის ჯენ ფსაკის განცხადებაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, აშშ ევროკავშირთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მუშაობს სანქციების სიაზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევებთან, კორუფციასთან, 2020 წლის არჩევნების გაყალბებასთან და 23 მაისს მომხდარ მინსკის ინციდენტთან.
"აშშ ლუკაშენკოს „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის სათანადოდ გამოძიებისკენ, პოლიტატიმრების გათავისუფლებისკენ, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ყოვლისმომცველი დიალოგის წარმოებისკენ მოუწოდებს", – ნათქვამია განცხადებაში.


