Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

29/05/2021 07:05:53 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 986 ადამიანი დიანფიცირდა, დაავადებისგან 590 პირი გამოჯანმრთელდა, 12 პირი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 43 286 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 001, „პისიარ“ ტესტით – 15 285.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,28%, ბოლო 14 დღის – 3,53%, ბოლო შვიდი დღის – 2,97%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 535 შემთხვევა,
  • აჭარა – 82,
  • იმერეთი – 76,
  • ქვემო ქართლი – 46,
  • შიდა ქართლი – 26,
  • გურია – 14,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100,
  • კახეთი – 51,
  • მცხეთა-მთიანეთი – 38,
  • სამცხე-ჯავახეთი – 12,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 073, აჭარაში – 389, იმერეთში – 492. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 887 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 96, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 16, იმერეთში – 16. 693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 287- აჭარაში. 8 580 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 11.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 011 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 872 პირი, აჭარაში – 2 241, იმერეთში – 1 524

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 342 880 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 325 016 პირი გამოჯანმრთელდა, 4 739 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 134 602 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 565.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S