"რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი, არ ვთანამშრომლობთ პარტიულ დღის წესრიგთან"
28/05/2021 20:02:15 საზოგადოება
"რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი, არ ვთანამშრომლობთ პარტიულ დღის წესრიგთან", - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ მიაჩნია პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა შედეგის მომტანად
„ვხედავთ, სოციალურ მედიაში აგორდა თითქოს ჩვენი კავშირი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. კონკრეტულად, გავრცელდა ფოტო-მასალა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან, ვსაუბრობდი მასთან ამ ტერიტორიაზე და ეს ასე იყო. აქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოდიან ხოლმე. ჩვენ ბუნებრივია, აქედან არ გავრბივართ, არ ვიმალებით, რა სათქმელიც აქვთ ამ ხალხს გვეუბნებიან და ჩვენც ვეუბნებით ჩვენს დამოკიდებულებას. მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა: რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი, ყველამ კარგად უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ არ ვთანამშრომლობთ პარტიულ დღის წესრიგთან. არ მიგვაჩნია პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა შედეგის მომტანად“, - განაცხადა გოლეთიანმა.


