აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა კაპიტოლიუმის შტურმის საქმის გამოძიება დაბლოკეს
28/05/2021 19:20:50 მსოფლიო
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა კაპიტოლიუმის შტურმის საქმის გამოძიება დაბლოკეს. კერძოდ, სენატორებმა "რესპუბლიკური პარტიიდან" მხარი არ დაუჭირეს ორპარტიული კომისიის შექმნას, რომელსაც 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი კაპიტოლიუმის შტურმის საქმე უნდა გამოეძიებინა.
სენატში წარდგენილ შესაბამის პროექტს 54 სენატორმა (მათ შორის 6–მა რესპუბლიკელმა) დაუჭირა მხარი, 35 რესპუბლიკელი სენატორი კი წინააღმდეგი იყო. პროექტს დასამტკიცებლად 60 ხმა სჭირდებოდა.
ცნობისთვის: 2021 წლის 6 იანვარს აშშ–ის იმჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი მიიტანეს. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ოპონენტები ტრამპს ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.


