Accentnews.ge
"მაიკროსოფტი": "რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ USAID-სა და სხვა ორგანიზაციებს"

"მაიკროსოფტი": "რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ USAID-სა და სხვა ორგანიზაციებს"

28/05/2021 14:45:40 მსოფლიო

„მაიკროსოფტის“ განცხადებით, ჰაკერთა რუსულმა ჯგუფმა „ნობელიუმმა“ USAID-ს (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) წინააღმდეგ კიბერშეტევა მოაწყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ჰაკერებმა შეაღწიეს სერვერებში და USAID-ს პარტნიორებთან დააგზავნეს ვირუსის შემცველი წერილები.

„მაიკროსოფტში“ აღნიშნავენ, რომ ზოგი სახელმწიფოსთვის კიბერშეტევები „სხვადასხმა მიზნის მისაღწევი საშუალება გახდა“.

„ამ კვირაში ჩვენ ვნახეთ, რომ „ნობელიუმმა“ [Nobelium] კიბერშეტევები განახორციელა სახელმწიფო სააგენტოებზე, ანალიტიკურ ინსტიტუტებზე, კონსულტანტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. შეტევების ტალღის მიზანი 3000-ზე მეტი ელექტრონული ფოსტის ანგარიში და 150-ზე მეტი ორგანიზაცია იყო. ძირითადად შეტევები აშშ-ში მდებარე ორგანიზაციებზე განხორციელდა, თუმცა შეტევის მსხვერპლი კიდევ 24 ქვეყანა გახდა. „ნობელიუმი“, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული, ასევე იდგა 2020 წელს „სოლარ უაინდზის“ [SolarWinds] მომხარებლებზე შეტევის უკან. როგორც ჩანს, ახლანდელი შეტევები არის „ნობელიუმის“ მცდელობის გაგრძელება, საგარეო პოლიტიკაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმით, შეაგროვოს სადაზვერვო ცნობები”, ნათქვამია "მაიკროსოფტის" განცხადებაში.

მისივე ცნობით, შეტევის ნაწილი Windows Defender-მა დაბლოკა, თუმცა კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, არ გახსნან საეჭვო ბმული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S