Accentnews.ge
"ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც"

"ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც"

28/05/2021 12:51:03 საზოგადოება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მომიტინგეები გუმათში აღმართულ რკინის ჯებირებზე ხმაურს მომავალშიც გააგრძელებენ.

მისი თქმით, იქნება ჯებირის მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც:

„ზოგადად, ასე დავგეგმეთ, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს და ეს ბრძოლა არ დამთავრდება საზოგადოების სასარგებლოდ, აქ იქნება აქცია. ყოველდღიურად, საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და მათ შორის, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც მშვიდობიანი ფორმით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა", – განაცხადა გოლეთიანმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივაზე, რომელმაც დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს:

„საკომიტეტო მოსმენებზე ორჯერ გახლდით, იქ არაადეკვატური გარემოა და ვერ ხერხდება საგნობრივი დიალოგი საკითხებზე. ჩვენ ვთავაზობდით ხელისუფლებას არაერთხელ ფორმატს და ვუთხარით, რა პირობები იყო ამისთვის საჭირო, რომ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან. იგივე წრეზე ტრიალი შედეგს არ მოგვცემს, არ ვაპირებთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S