Accentnews.ge
"არანაირი მინიშნება, რომ ინდური შტამი  უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას იწვევს, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“

"არანაირი მინიშნება, რომ ინდური შტამი  უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას იწვევს, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“

28/05/2021 09:39:27 საზოგადოება

"არანაირი მინიშნება, რომ ინდური შტამი უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას იწვევს, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელების თვალსაზრისით, ინდური ვარიანტი ბრიტანულისგან არსებითად არ განსხავდება:

„ინდური ვარიანტი აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია".

რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობას ინდურ ვარიანტთან დაკავშირებით, კულუმბეგოვის თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ეფექტიანობა შემცირებულია. კერძოდ, „ფაიზერის“ შემთხვევაში შემცირებულია 94%-დან 88%-მდე, ხოლო „ასტრაზენეკას" შემთხვევაში 66%-დან 60%-მდე.

მისი თქმით, რაც შეეხება „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ , ჯერ–ჯერობით უცნობია მათი ეფექტიანობა ინდურ ვარიანტთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: 27 მაისს საქართველოში ინდური შტამი 2 მოქალაქეს დაუდასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S