Accentnews.ge
"ჩემი საზრუნავი 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბება იქნება"

"ჩემი საზრუნავი 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბება იქნება"

28/05/2021 09:14:29 საზოგადოება

"ჩემი საზრუნავი 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბება იქნება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტია ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში.

"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - როგორც ფორუმის სახელწოდებიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ ჩანს - ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთელს მსოფლიოში, 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძლიერი ცენტრების, ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას. მე აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი, საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლი უცხო ქვეყნებში, რომლებიც არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი. ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდში. პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ჩვენს კონსტიტუციაში გავაჩინეთ სპეციალური ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას. კონსტიტუციიდან ასევე ამოვიღეთ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა, რაც იყო შემაფერხებელი ბარიერი ჩვენი დიასპორისთვის", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S