Accentnews.ge
გუმათში დაკავებულების ადვოკატი: "დაზიანებები აქვთ, ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას"

გუმათში დაკავებულების ადვოკატი: "დაზიანებები აქვთ, ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას"

28/05/2021 08:26:42 საზოგადოება

გუმათში დაკავებული "რიონის ხეობის მცველების" ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დაკავება არაჰუმანური მეთოდებით მოხდა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულების უმეტესობას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ.

ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლო დისტანციურ რეჟიმში არ ჩატარდეს და ბრალდებულები აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდნენ.

"სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას, ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა მათი ვარლამი და დაგეხმაროთო, გადაგიხადოთ ჯარიმებიო და მსგავსი კომენტარები იყო. მე სამ პირს ვიცავ და სამივეს დაზიანებები აქვს. შესთავაზეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მაინც ვერაფერს გაიტანთ აღიარეთ ვითომ იგინებოდით, წინააღმდეგობა გვიწევდით, ვითომ შეურაცხყოფას გვაყენებდითო", – აცხადებს ერთ–ერთი ადვოკატი.

გუშინ სოფელ გუმათთან "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S