
რამდენ ხანს შესაძლოა, გაგრძელდეს Covid-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი კოვიდ–გადატანილ ადამიანებში – უახლესი კვლევის შედეგები
28/05/2021 07:07:22 მსოფლიო
Covid-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი კოვიდ–გადატანილ ადამიანებში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ იმუნიტეტმა მთელი ცხოვრების მანძილზეც გაძლოს, რაც დროთა განმავლობაში უმჯობესდება, განსაკუთრებით კოვიდ–საქინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კვლევა სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსტიტეტის და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.
კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც ბიოლოგიის კვლევის საიტზე BioRxiv გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი კოვიდ–გადატანილ ადამიანებში, სულ მცირე, 12 თვის განმავლობაში.
ამასთან, მეცნიერების თქმით, იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან და მოგვიანებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთება აღარ დასჭირდება. იმ პირებს კი, რომლებიც Covid-19–ით არასოდეს დაინფიცირებულან და კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, სავარაუდოდ, ვაქცინის დამატებითი დოზა დასჭირდებათ.
ორივე კვლევის შედეგები იმ პირთა კვლევის მონაცემებზეა დაფუძნებული, რომლებმაც დაავადება ერთი წლის წინ გადაიტანეს.
ცნობისთვის: მსოფლიო Covid-19-ის პანდემიას 2019 წლის ბოლოდან ებრძვის. დაავადებამ გლობალური მასშტაბით 3 500 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა კი 169 000 000–ს აჭარბებს. მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. ვაქცინების უმეტესობა 2–დოზიანია. სადღეისოდ Covid-19-ის არაერთი მუტირებული ვარიენტიც ცირკულირებს, რის გამოც მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ უკვე ორი დოზით აცრილ პირებს აცრიდან ერთი წლის შემდეგ დამატებითი – მესამე დოზაც დასჭირდეთ.