კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა
28/05/2021 06:56:53 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1 056 შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი გარდაიცვალა, 1 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 921 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 713, „პისიარ“ ტესტით – 12 208.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო შვიდი დღის – 3,22%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა,
- აჭარა – 102,
- იმერეთი – 103,
- ქვემო ქართლი – 58,
- შიდა ქართლი – 40,
- გურია – 14,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84,
- კახეთი – 39,
- მცხეთა-მთიანეთი – 24,
- სამცხე-ჯავახეთი – 16,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 715, საიდანაც: 3 937 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 110, აჭარაში – 399, იმერეთში – 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში – 415, აჭარაში – 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 16, იმერეთში – 17. 675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 353 – თბილისში, 282- აჭარაში. 8 103 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 11.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 733 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 553 პირი, აჭარაში – 2 197, იმერეთში – 1 527
ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ჯამში აცრილია 130 037 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 445 პირი.


