ეგვიპტეს ხელისუფლებამ ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები სამიტზე მიიწვია
27/05/2021 16:02:07 მსოფლიო
ეგვიპტეს ხელისუფლებამ ისრაელი, პალესტინელები და ორგანიზაცია „ჰამასი“ მხარეთა შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გასამყარებლად სპეციალურ სამიტზე მიიწვია.
როგორც ცნობილია, ქალაქ კაიროში დაგეგმილი დიალოგი ღაზას სექტორის რეკონსტრუქციის პროცესის დაჩქარებასაც უნდა შეეხოს.
შეგახსენებთ, რომ 11–დღიანი ორმხრივი საჰაერო იერიშების შემდეგ მხარეები ცეცხლის სეწყვეტაზე შეთანხმდნენ.


