Accentnews.ge
საქართველოში ინდური შტამის პირველი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში ინდური შტამის პირველი შემთხვევები დადასტურდა

27/05/2021 15:43:40 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ინდური შტამი დაუდასტურდა.

"ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, "ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია", თუმცა არ არის დაკონკრეტებული, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს დაუდასტურდა თუ არა ვირუსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S