Accentnews.ge
იმნაძე განმარტავს, არსებობს თუ არა აცრამდე გამოკვლევების საჭიროება

იმნაძე განმარტავს, არსებობს თუ არა აცრამდე გამოკვლევების საჭიროება

27/05/2021 15:39:42 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აცრის წინკოვიდ–ტესტის გაკეთება და გამოკვლევების ჩატარება საჭირო არ არის:

„არც ერთ გაიდლაინში, არსად მსოფლიოში არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის. დიდების აცრები რახან მიმდინარეობს, ყველაზე უფრო ხშირად დიდები მაინც გრიპის ვაქცინით იცრებიან ხოლმე. გახსოვთ ეხლა ვინმეს სადმე რომ გრიპის აცრის წინ რაიმე ანალიზები გაეკეთებინა ადამიანს. არა ხო?! ჩვეულებრივ ასეთი რაღაცა არ ხდება ხოლმე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, ანალიზები ვაქცინაციის შემდეგ გაკეთდეს.

ამასთან, იმნაძემ „სინოვაკის“ ვაქცინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოქალაქეებს დაახლოებით, 84%-ით იცავს მძიმე შემთხვებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან, თითქმის 100% – სასიკვდილო გართულებებისგან.

27 მაისის მონაცემებით, აცრა საქართველოში 125 601 ადამიანს აქვს ჩატარებული. მათგან სრულად ვაქცინირებულია 19 392 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S