ლარი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს
27/05/2021 13:04:52 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2635 ლარი ეღირება, ევრო – 3.9824 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6117 ლარი, თურქული ლირა – 0.3865 ლარი.
26 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.2993 ლარი ღირდა, ევრო – 4.0420 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6735 ლარი, თურქული ლირა – 0.3922 ლარი.


