Accentnews.ge
მარიტა მუსელიანი: "ჩვენ არ ვართ "არა ჰესებს კამპანია", უნდა განისაზღვროს ენერგოპოლიტიკა"

მარიტა მუსელიანი: "ჩვენ არ ვართ "არა ჰესებს კამპანია", უნდა განისაზღვროს ენერგოპოლიტიკა"

27/05/2021 11:39:05 საზოგადოება

"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ორგანიზატორი მარიტა მუსელიანი განმარტავს, რომ "რიონის ხეობის მცველები" არ არიან ზოგადად ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები, თუმცა ითხოვენ ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას.

„ჩვენ არ ვართ "არა ჰესებს" კამპანია. ამიტომაც არის ჩვენს მოთხოვნებს შორის მორატორიუმი, რომ განისაზღვროს, ჰესი რა სახით და რა რაოდენობით უნდა აშენდეს, განისაზღვროს ენერგოპოლიტიკა. ამის მერე შეიძლება, მსჯელობა ნებისმიერ ხელშეკრულებაზე დიდი ჩარჩო-დოკუმენტის ფარგლებში. ჩვენც მივესალმებით ენერგოდამოუკიდებლობას, ეს აუცილებლად საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის", – აცხადებს მუსელიანი.

იგი განმარტავს იმასაც, თუ რატომ ისმის აქციებზე ლოზუნგი "ქართული მიწა არ იყიდება":

"განცდა საზოგადოებაში ქართულ მიწასთან დაკავშირებით ამ პროექტს უკავშირდება. ისე მოხდა მიწების გადაცემა, რომ განსაზღვრული, ეს მართლა საჭიროა თუ არა, არ ყოფილა. გაჩნდა განცდა, რომ კეთდება ცუდი საქმე და ეწირება ქართული მიწა. ჩვენს მოთხოვნებში ამ სლოგანით ეს არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მიწის გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტის ბათილად ცნობას ჩვენც ვითხოვთ".

რაც შეეხება მამა-შვილი ფალავანდიშვილების მონაწილეობას პროტესტში, მარიტა მუსელიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზატორების პოზიცია ცნობილია - აქციებში მონაწილე პირები უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და გარკვეული პირობების დაყენება სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან არასწორია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S