Accentnews.ge
228 წლის განმავლობაში პირველად "ლუვრს" ქალი უხელმძღვანელებს

228 წლის განმავლობაში პირველად "ლუვრს" ქალი უხელმძღვანელებს

27/05/2021 11:33:04 მსოფლიო

228 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმ "ლუვრს" ქალი მმართველი ეყოლება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მუზეუმის ხელმძღვანელად ლორენს დე კარი დანიშნა. იგი "ლუვრის" ხელმძღვანელის თანამდებობას სექტემბრიდან გადაიბარებს.

დე კარი 2017 წლიდან პარიზის ორესის მუზეუმს ხელმძღვანელობს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მუზეუმმა რეკორდულად ბევრ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

საფრანგეთში მუზეუმება მუშაობა გასულ კვირას განაახლეს. "ლუვრში" აცხადებენ, რომ 2020 წელს მუზეუმის დამთვალიერებლების რაოდენობა 72 პროცენტით შემცირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S