Accentnews.ge
დეპუტატი "ოცნებიდან": "ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს"

დეპუტატი "ოცნებიდან": "ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს"

27/05/2021 11:14:56 პოლიტიკა

ყოფილი მორაგბე, დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დავით კაჭარავა აცხადებს, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს.

ამის შესახებ კაჭარავამ ვასაძისა და კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

“ვასაძეს ვიცნობ დიდი ხანია და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ სპორტიდან გამომდინარე. იგი ყოველთვის იყო რაგბის მხარდამჭერი და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მათი საუბრის შინაარსი მე არ ვიცი და ის, რომ ამ ადამიანს [დუგინს] ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის. ვასაძის რუსეთთან ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია, მას ბევრი რამ აკავშირებს იქ, აქვს თავისი კონტაქტები, აქედან გამომდინარე, რა სახის საუბარი ჰქონდა ბატონ ლევანს, ეს მას უნდა ჰკითხოთ და მასთან გაარკვიოთ. ზოგადად, პრორუსული პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია. ჩემი აზრით, ბატონი ლევანი პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, ის ატარებს საქართველოს პოლიტიკას და მისთვის ყველა ინსტრუმენტი ალბათ, მისაღებია. პირადად მას რომ ჰკითხოთ, ალბათ, ის უფრო საფუძვლიან პასუხს გაგცემთ”, — განაცხადა კაჭარავამ.

იხილეთ ასევე: დუგინი: "რუსეთმა ლევან ვასაძესა და მის მოძრაობას მეტი ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S