გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის
27/05/2021 09:24:49 საზოგადოება
გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი უკვე მე-5 სახლზე გადავიდა.
"სახანძრო სამაშველო სამსახური შეტყობინების შემოსვლისთანავე გავიდა ადგილზე. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე 5 ეკიპაჟი მუშაობს", – განუცხადეს "აქცენტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


