Accentnews.ge
ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, გაძვირდეს

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, გაძვირდეს

27/05/2021 08:22:11 ეკონომიკა, საზოგადოება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამ წუთებში საჯარო სხდომა მიმდინარეობს შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების თაობაზე.

როგორც "თბილისი ენერჯი" განმარტავს, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის.

"დღევანდელი მონაცემებით ვალუტის კურსის გამო კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. "სემეკის" 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 ტეთრია სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.

ბოლო რამდენიმე თვეა თბილისი ენერჯი ითხოვდა ახლაც ითხოვს მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას," - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S