Accentnews.ge
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 23 საათით შეუწყდება

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 23 საათით შეუწყდება

27/05/2021 08:06:15 საზოგადოება

თბილისის ნაწილს 28 მაისს, დილის 11:00 საათიდან 29 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურში” აღნიშნულს ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებით ხსნის.

კომპანიაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

კომპანიის ცნობით, „ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა", რის გამოც 28 მაისს, დილის 11:00 საათიდან 29 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის N78-ს და მიმდებარე ქუჩებს.

ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში – ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას, მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის ქუჩას და შესახვევებს, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში – მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S