„ეს საშინელი არჩევანია!“ – ბელარუსში დემონტრაციებში მონაწილეობისთვის ბრალდებულმა ახალგაზრდამ თავი მოიკლა
27/05/2021 07:42:15 მსოფლიო
ბელარუსში მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის ბრალდებულმა 18 წლის დიმიტრი სტრახოვსკიმ თავი მოიკლა.
სუიციდის აქტამდე ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის გადაწყვეტილებაში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტს ადანაშაულებს.

ახალგაზრდა წერს, რომ თვითმკვლელობა არა პრობლემების გადაჭრის სწორი გზა, არამედ "საშინელი არჩევანია."
„ძალიან ვნანობ, რომ ასე ცოტა ვიცხოვრე...იცხოვრეთ, მეგობრებო. ცხოვრება ერთი გაქვთ“,– წერს ახალგაზრდა.
როგორც belsat-ს სტრახოვსკის მეგობარი უყვება, 25 მაისს, დაკითხვის შემდეგ დიმიტრი 16 სართულიანი სახლისკენ გაემართა და იქედან მისწერა მეგობრებს, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო, რადგან ძალიან ეშინოდა.


