თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
27/05/2021 07:00:09 საზოგადოება
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 481 ადამიანი, გარდაიცალა 17 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 320, „პისიარ“ ტესტით – 12 038.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,09%, ბოლო 14 დღის – 3,77%, ბოლო შვიდი დღის – 3,47%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 340 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 291.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების განაწილებას, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა,
- აჭარა - 61,
- იმერეთი - 35,
- ქვემო ქართლი - 42,
- შიდა ქართლი - 20,
- გურია - 9,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48,
- კახეთი - 22,
- მცხეთა-მთიანეთი - 14,
- სამცხე-ჯავახეთი - 3,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704:
- 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 120, აჭარაში - 417, იმერეთში - 536.
- მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 102, იმერეთში -173.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17.
- 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 352 - თბილისში, 275- აჭარაში.
- 8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


