Accentnews.ge
„ვერ შევაგნებინეთ შემწყნარებლობა“ – კამათი „რიონის ხეობის მცველებსა“ და ფალავანდიშვილებს შორის

„ვერ შევაგნებინეთ შემწყნარებლობა“ – კამათი „რიონის ხეობის მცველებსა“ და ფალავანდიშვილებს შორის

27/05/2021 06:19:41 საზოგადოება

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც ფიგურირებენ თბილისში, აქციაზე მომხდარ ინციდენტში, როდესაც სამოქალაქო აქტივისტ სალომე ბარკერს ლგბტ სამკლაურის გამო დაუპირისპირდნენ. ამჯერად მათთან „რიონის ხეობის მცველებს“ ხმამაღალ ტონში მოუხდათ საუბარი.

„ერთად დავდგეთ და ვიომოთ, თუ რა გავაკეთოთ, ხალხო?! და მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და ხელში როდის დავიჭერ?! ვერ შევაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ, დადეგით ჯარისკაცად და თავად მივუთითებთ, ვინ რა უნდა გააკეთოს, თქვენთვის არ დაგვივალებია! არ მოგვეწონება? თავიანთ იდეოლოგიას მოახვევენ ხალხს? მივლენ ბიჭები სრულიად უხმაუროდ. არაა საჭირო თქვენი ჩარევა“,– მიმართა გურამ ფალავანდიშვილს და მის თანმხლებ პირებს აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მაკა სულაძემ.

შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ „ყველას აქვს თანაბარი უფლება, დაიცვას თავისი საარსებო გარემო“:

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ამა თუ იმ ნიშნით“.

თავის მხრივ, ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ რიონის ხეობის მოწინააღმდეგეები აქციაზე სიმბოლიკების ტარებას აკრძალავენ.

"პირადად თუ აღკვეთენ სიმბოლიკის ტარებას, ძალიან კარგია. თუმცა ჩემი აზრით, გამოკვეთილი სოდომისტები, ღვთისმგმობელების ადგილი ეროვნულ ერთობასა და მოძრაობაში არ არის. ისინი ამით ჩირქს ცხებენ ამ მოძრაობას," - აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ამ დროისთვის ხეობის ორივე შესასვლელი აქვთ გადაკეტილი. როგორც განიმარტა, გადაადგილებაზე პრობლემა მხოლოდ კომპანია „ენკას“ ტრანსპორტს შეექმნება და არა მოსახლეობას.

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის ორი მანქანა და პოლიციაა მობილიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S