Accentnews.ge
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს

26/05/2021 20:16:17 საზოგადოება

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს.

როგორც "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დემონსტრანტები გუმათის შესასვლელთან გზას კეტავენ მხოლოდ კომპანია "ენკასთვის", ხოლო მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება.

მისი თქმით, ამგვარად უზრუნველყოფენ იმას, რომ ადგილზე კომპანიის სატრანსპორტო საშუალება არ შევიდეს. გოლეთიანის განცხადებით, ისინი უზრუნველყოფენ, რომ ხეობაში კანონი დაიცვან.

ამ წუთებში, "რიონის ხეობის მცველები" სოფელ გუმათში, იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ოფისია განთავსებული. კომპანიის ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S