Accentnews.ge
ინდოეთში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ინდოეთში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

26/05/2021 14:07:13 მსოფლიო

პანდემიის გარდა, ინდოეთი სტიქიასაც ებრძვის. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს დაბალ ადგილებში მცხოვრები მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ციკლონის "Yaas" მოახლოებაა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სანაპირო რაიონებში ქარის სიჩქარე 155 კმ / სთ – ს აღწევს და ძლიერი წვიმაა.

გასულ კვირას ინდოეთის დასავლეთ ნაწილს ციკლონმა "Tauktae" გადაუარა. სტიქიამ 155 ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით სახლი დააზიანა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე რთული ეპიდვითარება ამ დროისთვის ინდოეთშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S