ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისს ტოვებენ, თუმცა უკან დაბრუნებას არ გამორიცხავენ
26/05/2021 13:22:41 საზოგადოება
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან რიონის ხეობისკენ მიემართებიან, თუმცა უკან დაბრუნება არ გამორიცხეს, თუ „ეს საჭირო იქნება“.
როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, თბილისში აქციების გამართვის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, ახლა კი „ბრძოლის წინა ხაზზე“ გადაინაცვლებენ, სადაც „მორალური ომი“ გაიმართება.
„დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტიორებული პროტესტის შესახებ. ახლა მთავარია ბრძოლის პირველ ხაზზე გადავინაცვლოთ, ვაპირებთ მორალურ ომში ჩაბმას"- განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, თანამოქალაქეების წინააღმდეგ არ უნდა აღიმართოს ხელი, არ უნდა მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება, განურჩევლად იმისა რომ არიან ისინი, რიგითი მოსახლეობა, თუ სამართალდამცველები.


