გოლეთიანი ამბობს, რომ თანხის შემწირველებს საჯაროობა არ სურთ
26/05/2021 11:59:11 საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თანხის შემწირველებს საჯაროობა არ სურთ.
მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს ბევრი ადამიანი ურიცხავს ფულს, მათ შორის ემიგრანტები.
„ზოგადად, როდესაც ემიგრანტები და სხვადასხვა ადამიანი რიცხავს ფულს, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არ იყოს მათი სახელი და გვარი საჯარო. ეს ისეთი პროცესია, ამუნათებენ პირდაპირ იმ დამაიანებს, ვინც მონაწილეობს აი, ამ ბრძოლაში. ვხედავთ, რომ გამგებლებს იბარებენ მერიაში, სკოლის დირექტორებს ეუბნებიან, რომ არ გააზიარონ პოსტი, არ დაგვიჭირონ მხარი. ზოგადად, ადმინისტრაციულ რესურსს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება. ჩვენ მხარს გვიჭერს ის ხალხი, არაერთი და თანხითაც მინაწილეობენ. არ უნდათ, რომ მათი სახელები გასაჯაროვდეს“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შემომწირველებს შორის არიან თუ არა პოლიტიკოსები, გოლეთიანმა კი უპასუხა, რომ „ასეთი შემოთავაზებები იყო“, თუმცა თავად უარი თქვეს.


