Accentnews.ge
"რიონის ხეობაში შესასვლელი გზები გადაიკეტება კომპანიის მანქანებისა და მუშახელისთვის. არავის მივცემთ საშუალებას, გააგრძელოს ხეობის ნგრევა"

"რიონის ხეობაში შესასვლელი გზები გადაიკეტება კომპანიის მანქანებისა და მუშახელისთვის. არავის მივცემთ საშუალებას, გააგრძელოს ხეობის ნგრევა"

26/05/2021 11:23:14 საზოგადოება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები გადაიკეტება ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებისა და მუშახელისთვის.

მისი თქმით, კომპანია ისევ აგრძელებს ხეობის ნგრევას და ამაში არანაირ პრობლემას არ ხედავს სახელმწიფო.

„დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობთ, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშვე წერია მთელი ის ჩამონათვალი, რასაც ჩვენ 212 დღეა ვაპროტესტებთ და ვფიქრობ, კანონიერი უფლება გვაქვს მოსახლეობას იმისა, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. ვიცით, რომ იქ [გუმათში] ბარიკადებია აღმართულია და ველოდით, რომ ეს ასეც იქნებოდა. უბრალოდ ჩვენ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს. აქ არის თვითონ კომპანიის ტრანსპორტზე და მუშახელზე საუბარი. გადავუკეტავთ უშუალოდ მათ. ბარიკადი ჩვენ ამაში ხელს არ გვიშლის. ჩვენ მიჩვეული ვართ ამ პროცესს. ხუთჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და არ ახალია ჩვენთვის ის განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება. თუმცა მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ შევდივართ არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში საპოლიციო ძალებთან. პირიქით, მორალური უპირატესობა იმდენად დიდია, რომ არ გვჭირდება ხელჩართული ბრძოლა გავმართოთ ჩვენსავე მოქალაქეებთან. ამიტომ იქ უბრალოდ დავდგებით და არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაგრძელდეს ხეობის ნგრევა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S