Accentnews.ge
ლუკაშენკო დასავლეთს Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას სთხოვს

ლუკაშენკო დასავლეთს Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას სთხოვს

26/05/2021 10:37:21 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს Ryanair -ის თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა აუნაზღაურონ.

„თუ თქვენ სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებთ, ნუ დაივიწყებთ ბელარუსული მხარის მიერ ინციდენტის გამოძიების დროს გაწეული ხარჯების კომპენსირებას. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, მესანგრეები, კინოლოგები, ანტიტერორისტული და სხვა სამსახურები. ისინი ჩაერთნენ საერთაშორისო წესებისა და ჩვენი კანონების შესაბამისად. ამისათვის თქვენ უნდა გადაიხადოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S