Accentnews.ge
ადგილობრივები რიონის ხეობაში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების თაობაზე იუწყებიან

ადგილობრივები რიონის ხეობაში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების თაობაზე იუწყებიან

26/05/2021 09:05:58 რეგიონები

რიონის ხეობაში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. გუმათში რკინის ჯებირები აღმართეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ აშენების მოწინააღმდეგეები დღეს პროტესტის პირვანდელ ადგილს – გუმათს დაუბრუნდებიან და სამართალდამცავთა მობილიზებაც სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების პროტესტმა 23 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები თბილისში დღესაც გამართავენ აქციას, შემდეგ კი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და როგორც დაანონსდა, ხეობას ორივე მხრიდან ჩაკეტავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ადგილზე შეეცდებიან ჰესის მშენებელი კომპანიისთვის ხელის შეშლას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S