Accentnews.ge
ღლონტი – "რუსთავი 2"–ზე: "რა თქმა უნდა, ის გახდება "იმედი 3"

ღლონტი – "რუსთავი 2"–ზე: "რა თქმა უნდა, ის გახდება "იმედი 3"

19/07/2019 10:54:44 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

"მაესტროს" ერთ–ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მოლოდინშია.   

"სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო, ეს კინო საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი. რა თქმა უნდა, სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, რა თქმა უნდა, ის გახდება "იმედი 3", რადგან "იმედი 2" გვაქვს "მაესტროს" სახით და, რა თქმა უნდა, ეს ტელევიზია იმოქმედებს არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ. ასეთი ტელევიზიები და ასეთი ადამიანები ყოველთვის მოქმედებენ ან არსებული ხელისუფლების, ან შემდეგი ხელისუფლების სასარგებლოდ",– განაცხადა მამუკა ღლონტმა "პირველის" ეთერში. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ის უნდა მივიღოთ, რადგან საქართველო სწორედ აქეთკენ მიისწრაფის.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა


  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S