Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

26/05/2021 07:03:34 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 015 ადამიანი დიანფიცირდა, დაავადებისგან 1 151 პირი გამოჯანმრთელდა, 28 პირი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 39 697 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 325, „პისიარ“ ტესტით – 14 372.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,71 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა,
  • აჭარა - 71,
  • იმერეთი - 84,
  • ქვემო ქართლი - 65,
  • შიდა ქართლი - 35,
  • გურია - 14,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102,
  • კახეთი - 46,
  • მცხეთა-მთიანეთი - 28,
  • სამცხე-ჯავახეთი - 12,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 694, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 094, აჭარაში - 436, იმერეთში - 523.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 13, იმერეთში - 17.

672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 284- აჭარაში.

9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 33.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 327 პირი, აჭარაში - 2 034, იმერეთში - 1 640.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 330 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 321 928 პირი გამოჯანმრთელდა, 4 682 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია 121 263 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S