Accentnews.ge
მედია: ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე ლუკაშენკოს საკითხსაც განიხილავს

მედია: ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე ლუკაშენკოს საკითხსაც განიხილავს

25/05/2021 20:55:49 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ბელარუსის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და უკრაინის საკითხებს განიხილავს,– იუწყება „როიტერი“ თეთრი სახლის პრეს–სპიკერზე ჯენ ფსაკზე დაყრდნობით.

„აშშ–ის პრეზიდენტს არ აშინებს ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მომენტის გამოყენება, პირისპირ დიალოგის დროს საკითხები დააყენოს, რაც მას აშფოთებს, გამოიყენოს შესაძლებლობა და იმუშავოს იმ საკითხებზე, რაზეც თანხვედრა გვაქვს“, – განაცხადა ფსაკიმ.

მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ, 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S