"ჩვენ არ ვიკრიბებით აქ ერთმანეთის გამოსასწორებლად. ძალადობა არაა ქრისტიანული მოვლენა და კატეგორიულად ვემიჯნებით მის გამოვლინებას"
25/05/2021 13:32:38 საზოგადოება
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ძალადობა არაა ქრისტიანული მოვლენა და კატეგორიულად ემიჯნება მის გამოვლინებას.
"ჩვენ არ ვიკრიბებით აქ ერთმანეთის გამოსასწორებლად, არამედ საკითხების გადასაჭრალად. როდესაც საუბარია, რომ არ იყოს გამოყენებული სხვადასხვა სიმბოლიკა, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს პროვოცირება დაპირისპირებისა. ჩვენს აქციებზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული. ამას გავაკონტროლებთ ჩვენ. ამ ნაწილში არ გვჭირდება სხვა ადამიანების ჩარევა. იმ შეზღუდვებს, რომელი შეზღუდვებიც დაწესებულია აქ სიმბოლიკის ნაწილში, რა თქმა უნდა, თუკი შევხედავთ გადაცდომას, გვექნება შესაბამისი რეაგირება. როდესაც ეს ადამიანები მოდიოდნენ ხეობაში, არავის პრეტენზია არ ჰქონია, რატომ დგას აქ, ან იქ. ასეთი მიდგომა გამოიწვევს უბრალოდ დანაწევრებას, რადგან საზოგადოების თვისებაა, ადამიანებს ჰქონდეთ სხვადასხვა შეხედულება. რაც შეეხება ძალადობას, ის არაა ქრისტიანული მოვლენა და ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას", – განაცხადა გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, როომ გუშინ "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე მისულ LGBT-სამკლაურიან აქტივისტს გურამ გალავანდიშვილის შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი დაუპირისპირდა.


