გოლეთიანი: "არავინ გეგმავს, რომ 26 მაისის ღონისძიებას შევუშალოთ ხელი"
25/05/2021 13:37:32 საზოგადოება
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციის არ აპირებენ, ხელი შეუშალონ 26 მაისის ღონისძიებას.
"არავინ გეგმავს, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ თავისუფლების მოედანზე და 26 მაისის ღონისძიებას შევუშლით ხელს. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს თმობს და ვის სასარგებლოდ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია, არ არის ეროვნული ინტერესების გამტარი და არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ასეთი ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე ადამიანი?! ჩენ უბრალოდ ასე დავაყენეთ საკითხი", – განაცხადა გოლეთიანმა და შემდეგი დასძინა:
"ჩვენ რევოლუციის მოსაწყობად არ ჩამოვსულვართ აქ".


