Accentnews.ge
"არ არის გამორიცხული, აგვისტოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდა ისევ დაიწყოს"

"არ არის გამორიცხული, აგვისტოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდა ისევ დაიწყოს"

25/05/2021 09:23:30 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აგვისტოში გლობალურად ისევ დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

მისი თქმით, ეს შესაძლოა, ახალი მუტირებული შტამების გამო მოხდეს:

„გლობალური პროგნოზი ასეთია, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა. ძირითად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღებაა რეკომენდაციების დაცვაზე, პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და მეტი აცრა“.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სხვადასხვა ვაცინის 200 000 დოზაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S