
თურქეთი პოლონეთს უპილოტო საფრენ აპარატებს მიჰყიდის
25/05/2021 07:40:28 მსოფლიო
თურქეთი პოლონეთს უპილოტო საფრენ აპარატებს მიჰყიდის.
"ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყანაში განხორციელდება", – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქეთი უკვე შედის მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქვეყნების ოთხეულში.
მანამდე, ანკარამ უპილოტო საფრენი აპარატები აზერბაიჯანს, უკრაიანსა და ყატარს მიჰყიდა.