
სოციალური პროტესტის კიდევ ერთი კერა ქუთაისში გაჩნდა
25/05/2021 07:04:29 რეგიონები, საზოგადოება
ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ. კომპანიაში დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, საწვავი გაძვირდა და დაბალი ტარიფის გამო ხარჯებს არ ყოფნის, ამიტომ ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. მათი თქმით, მოთხოვნა მინიმალურია და კომპანიამ შესრულება უნდა შეძლოს.
კომპანიის ოფისთან 200-მდე მძღოლია შეკრებილი და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია არ აქვს და მათი მოთხოვნების შესახებ ვერ აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ანალოგიური მოთხოვნით გაფიცულები არიან კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები ბორჯომში, ასევე ოზურგეთში კომპანია „გურია ექსპრესში“ დასაქმებულები, ჭიათურაში ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზისგან “ მადნის მოპოვების შეწყვეტას, ან დაზარალებულებისთვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ და შიმშილობენ, ხოლო თბილისში რიონის ხეობიდან გადმონაცვლებული პროტესტი მიმდინარეობს: დემონსტრანტები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.