ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა
25/05/2021 06:50:53 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 1 354 პირს დაუდასტურდა, გუშინ კი – 388 ადამიანს.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურ მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში დაავადებამ 15 პაციენტი იმსხვერპლა, 821 პირი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში ჩატარდა 30 456 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 054, „პისიარ“ ტესტით – 9 404.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 4,45%, ბოლო 14 დღის – 3,86%, ბოლო შვიდი დღის – 4,05%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 339 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 320 777 პირი გამოჯანმრთელდა, 4 654 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 117 354 ადამიანი.


