კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და სამი რეგიონში დაფიქსირდა
25/05/2021 06:50:33 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 669 შემთხვევა;
- აჭარა - 114;
- იმერეთი - 184;
- ქვემო ქართლი - 78;
- შიდა ქართლი - 43;
- გურია - 15;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129;
- კახეთი - 56;
- მცხეთა-მთიანეთი - 50;
- სამცხე-ჯავახეთი - 11;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 858 აქტიური შემთხვევაა:
- 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 199, აჭარაში - 454, იმერეთში - 538.
- მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 105, იმერეთში -165,
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16.
- 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 - თბილისში, 281- აჭარაში.
- 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 33. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 998 პირი, აჭარაში - 1 916, იმერეთში - 1 707.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 30 456 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 054, „პისიარ“ ტესტით – 9 404.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,45%-ია, ბოლო 14 დღის - 3,86%, ბოლო 7 დღის - 4,05%.
25 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 117 354 ადამიანია აცრილი.


