Accentnews.ge
ავსტრალია ქაბულში საელჩოს ხურავს

ავსტრალია ქაბულში საელჩოს ხურავს

25/05/2021 06:28:26 მსოფლიო

ავსტრალია 28 მაისს ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში თავის საელჩოს დახურავს.

ავსტრალიის ხელისუფლება გადაწყვეტილებას მზარდად არასტაბილური უსაფრთხოების გარემოთი ხსნის და იმედს იტოვებს, რომ ეს დროებითი ზომა იქნება.

როგორც განიმარტა, ავსტრალიელი დიპლომატები ავღანეთში რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებენ, თუმცა ბაზირებული რეგიონის სხვა ქვეყანაში იქნებიან.

ავსტრალიამ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება ავღანეთიდან ნატო-ს ძალების გაყვანის ფონზე მიიღო. სამხედრო ძალების გაყვანის ფონზე გახშირდა ტერორისტული აქტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S